Olymp Trade -ის მიმოხილვა: სანდო თუ თაღლითური?

4.9 / 5
5

უნდა გახსნათ ანგარიში Olymp Trade-ში? ეს ძვირიანი თაღლითური თუ სანდო სავაჭრო პლატფორმაა? გაიგეთ ჩვენი დეტალური მიმოხილვიდან.

Olymp Trade-ი: სავაჭრო პლატფორმის მიმოხილვა

Olymp Trade-ი ცნობილია, როგორც წამყვანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. 2014 წელს მოკრძალებული დასაწყისით, კომპანიამ მოახერხა, რომ მოეპოვებინა კარგი რეპუტაცია მილიონობით მოვაჭრეს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მაინც ისმის კითხვა:

ღირს Olymp Trade-ის გამოყენება – და თუ კი, როგორ უნდა მოიპოვოთ მუდმივი შედეგები?

ზუსტად ამის გაგებას ვაპირებთ ექსპერტის მოცემულ შეფასებაში. ჩვენ დეტალურად შევისწავლით კომპანიის საქმიანობას და შევაფასებთ Olymp Trade-ის ყველა ასპექტს, მათ შორის მის სავაჭრო პლატფორმას, კლიენტთა მხარდაჭერას, დეპოზიტებსა და თანხის გატანას, ასევე სავაჭრო განათლებასა და დებულებას.

ტექსტის ბოლოს თქვენ ასევე ნახავთ პარაგრაფს კლიენტების კომენტარებითა და მოსაზრებებით. ეს ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ დასვათ კითხვები და განიხილოთ თქვენი მოსაზრებები უმცროს მოვაჭრეებთან.

მოცემული სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეძლებთ უპასუხოთ შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს Olymp Trade-თან დაკავშირებით:

  • როგორ დავრეგისტრირდე Olymp Trade-ზე?
  • როგორ შეგაქვთ თანხა Olymp Trade-ზე?
  • როგორ უნდა ითამაშოთ Olymp-ზე, თუ დამწყები ხართ?
  • როგორ უნდა გამოიყენოთ პლატფორმა შემოსავლის გამოსამუშავებლად?
  • როგორ უნდა გამოიტანოთ თანხები Olymp-დან?

ჩვენი ფინანსური ექსპერტები 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფასებდნენ Olymp Trade-ს იმ შეფასების შესადგენად, რომელსაც ახლა კითხულობთ. ჩვენ შევამოწმეთ როგორც დემო, ისე მოქმედი სავაჭრო ანგარიშები, ვესაუბრეთ მოყვარულ და პროფესიონალ მოვაჭრეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, შევიტანეთ და გამოვიტანეთ ჩვენი საკუთარი ფული და გამოვცადეთ სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიები – ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეგვქმნოდა რეალური წარმოდგენა Olymp Trade-ზე.

სანამ ზემოთ მოცემულ კითხვებს განვიხილავთ, მოდით გადავხედოთ კომპანიის წარსულს. ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანია ჩაწვდე იმ კომპანიის არსს, ვისაც აპირებთ ანდოთ თქვენი კაპიტალი:

რა არის Olymp Trade-ი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სავაჭრო პლატფორმის უკან მდგომი კომპანია ხუთი წლისაა. თუმცა, მისი ისტორია 2010 წლის დასაწყისში იწყება, როდესაც ფინანსებისა და IT პროფესიონალების გუნდმა ერთობლივად დაისახა მიზანი, მასებისთვის თანხის ონლაინ ინვესტირება მარტივი გაეხადათ.

თავიდან, ამ კოლექტივმა დაისახა მიზანი, მოეხდინათ ფინანსური ვაჭრობის დემოკრატიზება და ხელმისაწვდომობა ზუსტად ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ჰქონდა საკმაოდ დიდი საწყისი კაპიტალი ან მზად იყვნენ რისკზე წასასვლელად.

Olymp სავაჭრო პლატფორმის პირველი ვერსია მომენტალური დარტყმა იყო ადგილობრივი ბაზრებისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათთვისაც კი, ვისაც ნულოვანი გამოცდილება ჰქონდა ინვესტირების საკითხში, უფასო დემო ანგარიშები მარტივი გამოსაყენებელი აღმოჩნდა, რომელიც პრაქტიკული სწავლის საშუალებას აძლევდა მათ, რეალური თანხის გარისკვის საჭიროების გარეშე.

იმ თავდაპირველი ვერსიიდან, ბევრი რამ გაუმჯობესდა და შეიცვალა წლების მანძილზე, მაგრამ ძირითადი იდეა იგივე დარჩა: უზრუნველეყოთ უმარტივესი გზა ყველასთვის, მოეხდინათ ინვესტირება პოპულარულ ფინანსურ აქტივებში, როგორიცაა ვალუტა, აქციები და კრიპტო ვალუტები.

აღმოჩნდა, რომ ეს (საკმაოდ მარტივი) იდეა კარგად ერგება მილიონობით აქტიური და პოტენციური ინვესტორების საჭიროებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რამდენიმე წელიწადში, Olymp Trade-მა გააფართოვა თავისი შეთავაზებები მსოფლიოს ყველა რეგიონში 12-ზე მეტ ენაზე და ასრულებს დაახლოებით 20 სავაჭრო ბრძანებას წამში ერთხელ. კომპანიის მიერ აღწერილი რამდენიმე მონაცემი:

  • $170 000 000 აშშ დოლარი ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობა
  • 25 000+ მომხმარებლების ვაჭრობა ყოველ დღე
  • 5 000 000+ მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვები

Olymp Trade-ის თავდაპირველი პროდუქტი და ის, რაც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის, არის მათი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა. ძლიერი ფუნქციებისა და გონივრული დიზაინის დაბალანსებული კომბინაციის გამოყენება ამარტივებს ვაჭრობას ყველაზე გამოუცდელი დამწებებისთვისაც კი.

ჩვენი მიმოხილვის შემდეგ თავში, ჩვენ უფრო დეტალურად შევაფასეთ სავაჭრო პლატფორმა იმისათვის, რომ გაგვეგო, რა განასხვავებს მათ კონკურენტული სისტემებისგან.

სავაჭრო პლატფორმა

იმისათვის, რომ ისარგებლოთ Olymp Trade-ის პლატფორმით, არ არის საჭირო თქვენს კომპიუტერში რაიმეს ჩამოტვირთვა. მისი ნახვა შესაძლებელია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში მარჯვენა მხარეს ან მობილური აპლიკაციის სახით (რასაც ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ).

სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, თქვენ დაინახავთ მთავარ სავაჭრო ეკრანს, რომელზეც მოცემულია ფასების ცხრილი და ვაჭრობის ინტერფეისი მარჯვნივ. ზევით ნახავთ ტაბებს, რომლებიც დაკავშირებულია ყველა თქვენს აქტიურ ცხრილთან, ხოლო მის ქვევით, ამჟამად აქტიურ და ბოლო დროს გაფორმებულ გარიგებებთან.

გარიგების დაწყების ნაწილის სიმარტივე იხილეთ მარჯვენა მხარეს. თქვენ აყენებთ ხანგრძლივობას და სავაჭრო თანხას და მომენტალურად ხედავთ პოტენციურ შემოსავალს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროგნოზი გამართლდება. ამის შემდეგ, უბრალოდ დააწკაპუნეთ „ზევით“ ან „ქვევით“ დიდ ღილაკებზე გარიგების დასაწყებად.

როგორ მუშაობს?

გარიგების შედეგი განისაზღვრება თქვენ მიერ არჩეული აქტივის ფასის ცვლილებით თქვე მიერ არჩეული დროის განმავლობაში, გარიგების დაწყებისას. მოდით, ვნახოთ მაგალითი:

თქვენ იწყებთ ერთ წუთიან, “ზევით” გარიგებას ოქროზე, რომელიც ამჟამად ღირს $1 300 აშშ დოლარი. თუ ერთი წუთის შემდეგ, ოქროს ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი ფასი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება, თქვენ მიიღებთ მოგებას ამ გარიგებიდან.

მოსახერხებელი ის არის, რომ თქვენ იცით თქვენი პოტენციური მოგება და წარმატებული გარიგების ზუსტი ანაზღაურება გარიგების დაწყებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაგეგმოთ სავაჭრო გარიგებები უფრო ეფექტურად და თავიდან აიცილოთ თქვენი ანგარიშის ბოლომდე ამოწურვა რამდენიმე თანმიმდევრულო წარუმატებელი პროგნოზების შემთხვევაში. ზუსტი!

Olymp Trade-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე შესაძლო ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ზოგადად, ისინი შეიძლება დაჯგუფდეს ძირითად კატეგორიებად:

  • 35 სხვადასხვა ვალუტის წყვილი, კლასიკური EUR/USD ან GBP/JPY-დან ეგზოტიკურ USD/MXN ან AUD/CAD-მდე.
  • 10 უმსხვილესი აქციის ინდექსი მსოფლიოს ყველაზე აქტიური საფონდო ბირჟიდან, როგორიცაა ნიუ იორკის NASDAQ და ტოკიოს Nikkei 225.
  • 13 მსხვილი საერთაშორისო კორპორაციის აქცია, როგორიცაა Coca Cola, Tesla ან Apple. აღნიშნული აქტივების ვაჭრობის საათები შეესაბამება შესაბამისი საფონდო ბირჟების გახსნის საათებს.
  • 6 ტიპის საქონელი, მათ შორის ძვირფასი ლითონი, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი, ასევე ენერგეტიკული მასალები, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი.

ამისგან განსხვავებით, Olymp Trade-ზე არსებობს მეხუთე კლასის მოთხოვნადი ინსტრუმენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შემოვიდა, მაგრამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა: კრიპტო. ის ცალკე თავს იმსახურებს მოცემულ მიმოხილვაში.

კრიპტოვალუტები Olymp Trade-ზე

თანამედროვე ტენდენციების დაცვის პარალელურად, Olymp Trade-მა შემოიღო კრიპტოვალუტით ვაჭრობა თავის პლატფორმაზე და საშუალება მისცა თავის კლიენტებს მარტივი და შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდათ მატერიალური ფასეულობის ამ სწრაფად განვითარებად საშუალებასთან.

როდესაც საქმე კრიპტოს ეხება, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 12 სხვადასხვა ვარიანტი, დაწყებული პოპულარული ბიტკოინითა და ეთერეუმით და ნაკლებად გავრცელებული მონეროთი და დეშით დამთავრებული, ფარდობითი წყვილებით, როგორიცაა LTC/BTC – ე.ი. ლაიტკოინის ფასი ბიტკოინთან შეფარდებით და არა აშშ დოლართან შეფარდებით.

კრიპტო ვაჭრობისთვის Olymp Trade-ის პლატფორმის გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, როგორიცაა საფულეები და ბირჟები:

  • კაპიტალის შეტანა და გამოტანა კრიპტო საფულეში/დან, შეიძლება პრობლემა იყოს. უფრო უარესიც, რამდენიმე კვირაა საჭირო სპეციალიზირებულ კრიპტო ბირჟებზე ვაჭრობის უფლებამოსილების მისაღებად, როგორიცაა Bitfinex. Olymp Trade-ის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ გარიგებები კრიპტოვალუტებზე იგივე ანგარიშიდან, რომელსაც იყენებთ სხვა აქტივებით ვაჭრობისას.
  • თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მოგება კრიპტო ფასების მომატების ან ვარდნის შემთხვევაშიც, ტრადიციული საფულეებისგან განსხვავებით, სადაც შეგიძლიათ მხოლოდ იყიდოთ და შეინახოთ აღნიშნული ვალუტა იმ იმედით, რო ფასი აიწევს.
  • საფულეებსა და ბირჟებზე ტრანზაქციების ტარიფები შეიძლება გაიზარდოს და ბოლოს თქვენ იხდით რეალური თანხის 10%-ს ან ბევრად მეტს საკომისიოს სახით. Olymp Trade-ზე, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გააფორმოთ რაც შეიძლება მეტი გარიგება მაღალ ტარიფებზე ნერვიულობის გარეშე.
  • Olymp Trade-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სპეციალიზირებულ კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც საკმაოდ ხშირად ხდება ჰაკერების მსხვერპლი ან ტეხავენ.

მობილური ვაჭრობა

Olymp Trade-ი არ იქნებოდა თანამედროვე სავაჭრო პლატფორმა, რომ არ ჰქონდეს მეტისმეტად მოსახერხებელი მობილური ინტერფეისები. რატომ ვსაუბრობთ მრავლობით რიცხვში?

იმიტომ, რომ Olymp Trade-ის კლიენტებს მობილურ მოწყობილობაზე ვაჭრობის ორი ალტერნატივა აქვთ: მარტივად გახსნან კომპანიის ვებგვერდი ორიგინალი აპლიკაციით ან მობილური ბრაუზერით.

ორივე ვარიანტი თითქმის იდენტურია, როგორც ზემოთ ნაჩვენებ სტოპ-კადრებიდან ჩანს, ამიტომ პირადად თქვენი გადასაწყვეტია, ერთს გამოიყენებთ, თუ მეორეს.

Olymp Trade-ის დიზაინერებმა შეძლეს დაეცვათ მათი სრული ზომის სავაჭრო პლატფორმის სიმარტივე და სიმძლავრე და ამავდროულად საშუალება მისცეს მომხმარებლებს, ნებისმიერი ადგილიდან გააფორმონ გარიგებები მობილური ინტერნეტ კავშირის საშუალებით.

ორიგინალი აპლიკაცია, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS მოწყობილობებისთვის და მისი ჩამოტვირთვა შეიძლება პირდაპირი ბმულების გამოყენებით.

ანგარიშის ტიპები და დემო ვაჭრობა

Olymp Trade-ი გთავაზობთ სამი ტიპის ანგარიშს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ პლატფორმით: უფასო დემო ანგარიში ვირტუალური ფულით საშუალებას გაძლევთ, ივარჯიშოთ და ისწავლოთ ახალი სტრატეგიები; სტანდარტული ანგარიში, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ და გამოიმუშაოთ რეალური თანხა; და VIP ანგარიში დამატებითი ფუნქციებითა და პრივილეგიებით.

ამ უკანასკნელის ზოგიერთი უპირატესობა გარიგებებზე მოგების მაღალი მაჩვენებელი (90%-მდე სტანდარტული ანგარიშის 80% ლიმიტთან შედარებით), მაღალი ლიმიტები გარიგებების თანხებზე, ასევე ე.წ. ურისკო გარიგებების შეზღუდული თანხებია, როდესაც არასწორი პროგნოზის დროს კლიენტის კომპენსირება ხდება.

უფრო მეტიც, VIP სტატუსის ყველა მფლობელს აქვს წვდომა გამოცხადებულ ვებინარებზე და VIP ანალიტიკურ მასალებზე, ასევე ენიშნებათ პერსონალური ასისტენტი, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს მათ სავაჭრო პლატფორმის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

VIP სტატუსის მისაღებად, თქვენ უნდა შეიტანოთ მინიმუმ $2 000 აშშ დოლარი. უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება დაკარგოთ VIP პრივილეგიები, თუ თანხებს გაიტანთ მომდევნო 15 დღის განმავლობაში რაიმე სავაჭრო გარიგების გაფორმების გარეშე.

ღირს VIP ანგარიშები ამად?

თუ ამის საშუალება გაქვთ – რა თქმა უნდა; ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, თქვენ იღებთ გაფართოებულ ფუნქციებსა და მეტ ინფორმაციას, რაც მაქსიმალურად გაზრდის ვაჭრობიდან მიღებულ თქვენ მოგებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტანდარტულ ანგარიშზე სტაბილური მოგების მიღება ნაკლებ შესაძლებელია.

კლიენტებს, რომლებიც ხსნიან სტანდარტულ ან VIP ანგარიშს, უფლება აქვთ მიიღონ საწყისი დეპოზიტის 50%-მდე ბონუსი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვერ გამოიტანთ ბონუსის თანხას, მაგრამ ნებისმიერი მოგება, რომელსაც მიიღებთ ამ ფულის გამოყენებით, დარჩება თქვენს საკუთრებაში და შეძლებთ მის გატანას.

რამდენად რთულია ანგარიშის გახსნა Olymp Trade-ზე?

ანგარიშის გახსნა

სულაც არ არის რთული! სინამდვილეში, ვვარაუდობთ, რომ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სიმარტივე (მათ შორის თანხის შეტანა და გატანა, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ) ძირითადი ფაქტორი იყო, რის გამოც Olymp-ის ასე პოპულარული გახდა.

ზუსტად 4 საათი ჭირდება ონლაინ პლატფორმის გამოყენების დაწყებას:

  • შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა, რომელსაც გამოიყენებთ, როგორც თქვენი ავტორიზაციის მონაცემს. დარწმუნდით, რომ ეს სწორედ ის მისამართია, რომლითაც რეალურად სარგებლობთ, ვინაიდან Olymp Trade-გან მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ ელფოსტაზე მიიღებთ, პაროლის აღდგენის მონაცემების ჩათვლით იმ შემთხვევაში, თუ ის დაგავიწყდებათ.
  • შეიყვანეთ თქვენი ანგარიშის პაროლი. ეს შეიძლება იყოს ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია, მაგრამ გირჩევთ მოერიდოთ სტანდარტული ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა “123456”.
  • მონიშნეთ ველი, თუ ეთანხმებით პლატფორმის პირობებს.
  • და ბოლოს, დააწკაპუნეთ “რეგისტრაცია” დიდ ღილაკზე, თქვენი მოთხოვნის წარდგენის ფორმის ქვევით. თქვენ მაშინვე გადახვალთ დემო ანგარიშის სავაჭრო პლატფორმაზე. თქვენ ასევე მიიღებთ მისასალმებელ ელფოსტას 1 საფეხურში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, რომელშიც მოცემული იქნება აქტივაციის ბმული თქვენი ახალი სავაჭრო ანგარიშისთვის.

არ იყო რთული, ხომ ასეა? რაც კიდევ უფრო უკეთესია, ზემოთ ხსენებული პროცედურის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ მაშინვე ისარგებლოთ პლატფორმის სრული ფუნქციონალობით, დემო რეჟიმში.

ვარჯიშის დასაწყებად მცირე ოდენობის თანხით, დაგჭირდებათ ანგარიშზე თანხის შეტანა. დიახ, ეს ასევე უჩვეულოდ მარტივი პროცესია.

თანხის შეტანა და გამოტანა

თქვენს სავაჭრო ანგარიშზე თანხის შეტანის მიზნით, დააწკაპუნეთ „თანხის შეტანა“ ღილაკზე პლატფორმის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ან დააწკაპუნეთ „+“ ღილაკზე, თუ მობილური მოწყობილობით ხართ შესული.

გამოჩნდება ახალი ეკრანი, სადაც მოცემული იქნება გადახდის ვარიანტები. შეგიძლიათ აირჩიოთ ინტერნეტ ბანკები, Visa/Mastercard, ასევე ადგილობრივი ელექტრონული გადახდის სისტემები და კრიპტოვალუტები.

მას შემდეგ, რაც დააწკაპუნეთ თქვენთვის სასურველ გადახდის მეთოდზე, დაინახავთ თანხის შეტანის ეკრანს, რომლის საშუალებითაც ირჩევთ თანხის შეტანას, თქვენი ბონუსი ავტომატურად გენერირდება ამ თანხის შესაბამისად.

თუ ამ ეტაპზე აირჩევთ გადახდის მეთოდის დამახსოვრებას, მოგვიანებით შეძლებთ დამატებითი თანხის შეტანას ერთი დაწკაპუნებით.

Olymp Trade-ზე თანხის გატანას მოთხოვნის დამუშავებას დაახლოებით 1-4 სამუშაო დღე ჭირდება, თქვენ მიერ არჩეული გადახდის მეთოდის მიხედვით. თანხის ოდენობა, რომლის გამოტანაც გსურთ, განისაზღვრება მხოლოდ თქვენი ანგარიშის საერთო ბალანსზე ნებისმიერი ბონუსის გამოკლებით, რომელიც მიიღეთ თანხის შეტანის დროს.

უფრო დიდი თანხების გამოტანის შემთხვევაში, ბროკერმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაცია თქვენი პიროვნების დასადასტურებლად, რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისად. ეს მოხდება მხოლოდ ერთხელ და თვენი პიროვნების შემოწმების შემდეგ, აღარ იქნება საჭირო რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა.

Olymp Trade-ზე 24 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვაჭრობის შემდეგ, ჩვენმა ექსპერტებმა განიცადეს მინიმალური შეფერხებები და თითქმის ნულოვანი წარუმატებელი ტრანზაქციები. კომპანია მილიონობით დოლარს უხდის თავის კლიენტებს ყოველთვიურად, შესაბამისად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება შეფერხდეს თქვენ მიერ თანხის გამოტანის პროცესი, არის თქვენი ბანკის ან ელექტრონული საფულის ხარვეზები.

ისწავლეთ, როგორ ივაჭროთ

მათი ვებგვერდის დათვალიერებისას, შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, რომ Olymp Trade-ი სერიოზულად უდგება მოვაჭრის განათლების საკითხს. დამწყებთათვის არსებობს უფასო ინტერაქტიული გაკვეთილები, მონაცემთა ბაზა, სადაც განმარტებულია მნიშვნელოვანი სავაჭრო ტერმინები, ონლაინ პლატფორმაზე მუშაობის ვიდეო გაკვეთილები და ასევე, პერიოდული ონლაინ სემინარები.

მათი უმეტესობის ნახვა შეიძლება „განათლების“ ზონაში, რომელთან წვდომაც შესაძლებელია მთავარი მენიუდან.

თითოეული გაკვეთილი აგებულია დიალოგის ფანჯრის პრინციპით, სადაც ჩვენ ვიღებთ ცოდნას მცირე დოზებით, ისევე როგორც რჩევას მეგობრისგან Whatsapp-ით ან სხვა მესენჯერით. ეს გეხმარებათ ინფორმაციის უფრო ადვილად გადამუშავებაში და აჩქარებს თქვენი სწავლის პროცესს.

არსებობს 100-ზე მეტი მაგალითი, რომელიც მოიცავს ფინანსურ ვაჭრობის საფუძვლებს, ასევე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ტექნიკური მაჩვენებლები და კონკრეტული სავაჭრო სტრატეგიები.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი შეიცავს კონკრეტულ თანმიმდევრულ ეტაპებს გამოცდილების სხვადასხვა დონეზე მოგების მისაღებად: დამწყები მოვაჭრეებიდან დაწყებული (სცადეთ მაგ. MACD ან ბოლინჯერის ხაზები) თანამედროვე მოვაჭრეებით დამთავრებული (ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა Ichimoku, შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს).

თქვენი ანგარიშის ანალიტიკური ნაწილი მოიცავს უფასო ინსტრუმენტებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ვაჭრობის ხარისხის გაუმჯობესებაში: მნიშვნელოვანი მომავალი მოვლენების კალენდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ვალუტებისა და აქციების ფასებზე, სავაჭრო სიგნალებზე ბაზრის ამჟამინდელი განწყობის შესაბამისად, ასევე გამოცდილი მოვაჭრეების ცვალებადობის მაჩვენებლებზე.

თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ პირდაპირი ვებინარები, რომლებიც რეგულარულად ტარდება კონკრეტულ დღეებში. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, ისწავლოთ ექსპერტებისგან და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ რეალურ რეჟიმში.

კლიენტთა მხარდაჭერა

რეალურ დროში კომუნიკაციაზე საუბრისას: სავაჭრო პლატფორმასთან, თანხის შეტანა-გამოტანის პროცესი, ან Olymp Trade-თან თქვენი ნებისმიერი ურთიერთობის დროს წამოჭრილი სირთულეების შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე საშუალება მათთან დასაკავშირებლად.

ჯერჯერობით, ყველაზე მოსახერხებელი გზა ონლაინ დიალოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მომენტალურად განიხილოთ თქვენი საკითხები კომპანიის წარმომადგენელთან. დიალოგის დასაწყებად დააწკაპუნეთ კითხვის ნიშნის ხატულაზე ონლაინ პლატფორმის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

Olymptrade-თან დაკავშირების სხვა საშუალებები მოიცავს პირდაპირ სატელეფონო ზარს (მათი ცხელი ხაზები ხელმისაწვდომია 24/7) და ელფოსტას, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კითხვა სასწრაფო არ არის და გსურთ კომპანიასთან თქვენი დიალოგის წერილობით ფორმაში შესანახად სამომავლოდ.

ჩვენ მხოლოდ დადებითი რამის თქმა შეგვიძლია Olymp Trade-ის მხარდაჭერის ხარისხთან დაკავშირებით. ეს არის სწრაფი, მეგობრული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდი ორიენტირებულია თქვენი პრობლემების ნამდვილად გადაჭრაზე და არა კიდევ ერთი მხარდაჭერის შესახებ განაცხადის დახურვაზე.

Olymp Trade-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

განვიხილეთ რა დეტალურად Olymp Trade-ის შემოთავაზების ყველა ასპექტი, მოდით შევაჯამოთ ჩვენი აღმოჩენები და მოსაზრებები უპირატესობებად და ნაკლოვანებებად. ეს დაგვეხმარება, მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე შემდეგ თავში.

+ მინიმალური თანხის შეტანის მოთხოვნა: ნამდვილი ფულით ვაჭრობის დაწყება შეგიძლიათ $10 აშშ დოლარიდან, რაც ყველაზე მცირე მინიმალური თანხაა მრეწველობაში.

+ უფასო დემო ანგარიში: არ არის საჭირო, ახლავე გარისკოთ ნამდვილი ფულით, შეგიძლიათ დაიწყოთ სავაჭრო პლატფორმის უფასო დემო ვერსიით, რომელსაც გააჩნია რეალური ვერსიის ყველა ფუნქცია.

+ მარტივად გამოსაყენებელი, თუმცა ძლიერი: Olymp Trade-ის ონლაინ პლატფორმა მისი მთავარი მიზნის განსახიერებაა, რაც შეძლებისდაგვარად ამარტივებს ნებისმიერისთვის ინვესტირების დაწყებას.

+ მინიმალური გარიგების მოთხოვნა: ზემოთ ხსენებული დემო ანგარიშის გარდა, სწავლის დაწყება ასევე შესაძლებელია მცირე გარიგებებით თქვენს ნამდვილ ანგარიშზე, ვინაიდან კომპანია საშუალებას გაძლევთ, განათავსოთ შეკვეთები $1 აშშ დოლარიდან.

+ მესამ მხარის რეგულაცია: Olymp Trade-ი რეგულირდება საერთაშორისო ფინანსური კომისიის მიერ, რომელიც მოქმედებს როგორც ნეიტრალური შუამავალი კომპანიასა და მის კლიენტებს შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში. კომისია უზრუნველყოფს $20 000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემას ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საქმე გადაწყდება კლიენტის სასარგებლოდ.

+ ინტერაქტიული საგანმანათლებლო მასალები: Olymp Trade-ის მზარდ ბიბლიოთეკაში 100-ზე მეტი უფასო ონლაინ გაკვეთილია, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ძირითადი და შედარებით პროგრესული საკითხები დიალოგის მსგავსი საუბრების საშუალებით.

+ სწრაფი და უფასო გატანა: მოგების გატანის მოთხოვნის დამუშავებას ჩვეულებრივ 1-4 სამუშაო დღე ჭირდება. კომპანია არ ამატებს რაიმე გადასახადს, ამიტომ ერთადერთი, რისი გადახდაც გეკისრებათ, ეს არის თქვენი საგადახდო სერვის პროვაიდერის საფასური.

+ მარტივი ვაჭრობა მობილურით: არსებობს სავაჭრო პლატფორმის როგორც ბრაუზერის ვერსია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილურ მოწყობილობებზე, ასევე კონკრეტულად მობილური აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ Play Market-დან ან App Store-დან.

– გარიგებებს შორის ინტერვალი 1 წუთია: უმოკლესი დროის ინტერვალი სავაჭრო გარიგებებს შორის 60 წამია, რაც არ არის საკმარისი გარკვეული თანამედროვე სტრატეგიების განსახორციელებლად, როგორიცაა სკალპინგი.

– არ იღებს EU რეზიდენტებს: თუ ცხოვრობთ ევროკავშირში ან უბრალოდ იქ მოგზაურობთ, კომპანია არ მოგცემთ უფლებას დარეგისტრირდეთ სავაჭრო პლატფორმაზე.

ჩვენი ვერდიქტი

ასე რომ, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენი კვლევიდან? თუ აირჩევთ Olymp Trade-ს როგორც თქვენს საინვესტიციო პარტნიორს?

ყველა ინტერაქცია Olymp Trade-ის სისტემასთან, საათის გამართულ მუშაობას ჰგავს, გარიგებების დადებისას, ვაჭრობის სწავლისას, კაპიტალის შეტანა/გატანისას ან მხარდაჭერის მიღებისას. დამწყებებიც კი თავს აბსოლუტურად დასვენებულად და დაცულად გრძნობენ, ხოლო გამოცდილი მოვაჭრეები ბევრად მეტ დამატებით სარგებელს ნახულობენ, რაც მათ ვაჭრობას უფრო ეფექტურს ხდის.

წლების განმავლობაში ამ პლატფორმის გამოყენების შემდეგ, ჩვენ ადვილად ვხვდებით, როგორ მოახერხა Olymp Trade-მა ასე სწრაფად გამხდარიყო საერთაშორისო სავაჭრო ფირმა. ისინი სერიოზულად უდგებიან მომხმარებლის გამოცდილებას და უკომპრომისოები არიან, როდესაც საქმე მომსახურების ხარისხს ეხება.

Please rate this

Leave a Reply